დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ შპს „მექანიზატორზე“ თანხის გადარიცხვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2625 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025308 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2625
2017 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ შპს „მექანიზატორზე“ თანხის გადარიცხვის შესახებ
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის დამტკიცებული ქვეპროგრამის − „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვა“ (პროგრამული კოდი: 37 05 01) ფარგლებში, ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარი მიმართოს შპს „მექანიზატორის“ ანგარიშზე კაპიტალის გასაზრდელად, შემდგომში მის მიერ საქართველოს მასშტაბით აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების განსახორციელებლად მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და შემასხურებელი აგრეგატების შესყიდვის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები