დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროსა და Ariana Tunnel Dam Co.-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2622 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025304 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2622
2017 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროსა და Ariana Tunnel Dam Co.-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წარმოდგენილს მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახით, სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროსა და Ariana Tunnel Dam Co.-ს შორის გასაფორმებელი „ბაგრატაშენის ხიდის პროექტირებისა და მშენებლობის“ ხელშეკრულება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები