დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისთვის თავის სარგებლობაში არსებული ფართის აუქციონის გარეშე, იჯარით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2745 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025301 |
საქართველოს მთვრობის
განკარგულება №2745 2017 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
სსიპ − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისთვის თავის სარგებლობაში არსებული ფართის აუქციონის გარეშე, იჯარით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
|
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სსიპ − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მიეცეს თანხმობა, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან ქ. თბილისში, რუსთაველის გამზ. №52-ში მდებარე თავის სარგებლობაში არსებული შენობიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 01.15.05.003.079) 259.33 კვ. მ ფართი (პირველი სართულის 110.64 კვ. მ; ანტრესოლის 102.6 კვ. მ და სარდაფის 46.09 კვ. მ) 5 (ხუთი) წლის ვადით, თვიური სარგებლობის საფასურით – 5964.59 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში, აუქციონის გარეშე იჯარით გადასცეს სს „თიბისი ბანკს“ (ს/ნ: 204854595), საბანკო საქმიანობის განხორციელების მიზნით. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები