დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2740 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025314 |
საქართველოს მთვრობის
განკარგულება №2740 2017 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის
მიცემის შესახებ
|
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.72.14.034.586) (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ) პირველ სართულზე არსებული წინასწარ განსაზღვრული ფართი (საერთო ფართი: 4 მ2), ბანკომატის, სწრაფი გადახდის, სავაჭრო და ყავის აპარატების განთავსების მიზნით (1 ერთეული ბანკომატი − 1 მ2 ფართობი; 1 ერთეული სწრაფი გადახდის აპარატი − 1 მ2 ფართობი; 1 ერთეული სავაჭრო აპარატი − 1 მ2 ფართობი; 1 ერთეული ყავის აპარატი − 1 მ2 ფართობი), 2019 წლის 1 იანვრამდე უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით სარგებლობაში გადასცეს შესაბამის პირებს. 2. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები