სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2736
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025328
2736
28/12/2017
ვებგვერდი, 16/04/2018
000000000.00.003.025328
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთვრობის

განკარგულება 2736

2017 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო  ქონების  შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად − 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  მოძრავი  ქონება − თითო ერთეული ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობა.

2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                  გიორგი კვირიკაშვილი.