ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 173
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010100000.10.003.020488
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
173
10/04/2018
ვებგვერდი, 12/04/2018
010100000.10.003.020488
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/04/2018 - 08/02/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №173

2018 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
დემოკრატიის, მშვიდობისა და უსაფრთხოების  განმტკიცების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული პრინციპების განსამტკიცებლად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჰ1“  ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა (შემდგომში – ეროვნული სამოქმედო გეგმა).  
მუხლი 2
1. სახელმწიფო უწყებებმა/დაწესებულებებმა უზრუნველყონ ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

 2.  ეთხოვოთ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ჩართულ სხვა უწყებებს  კოორდინირებული თანამშრომლობა ეროვნული სამოქმედო გეგმის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი