საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების, აუდიოვიზუალურ და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს, ახალგაზრდულ საქმეთა კოორდინატორების ეროვნულ ასოციაციასა და ნებაყოფლობითი პროექტის ფონდს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2729
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025299
2729
28/12/2017
ვებგვერდი, 16/04/2018
000000000.00.003.025299
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების, აუდიოვიზუალურ და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს, ახალგაზრდულ საქმეთა კოორდინატორების ეროვნულ ასოციაციასა და ნებაყოფლობითი პროექტის ფონდს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2729

2017 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების, აუდიოვიზუალურ და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს, ახალგაზრდულ საქმეთა კოორდინატორების ეროვნულ ასოციაციასა და ნებაყოფლობითი პროექტის ფონდს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შესახებ

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და 11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების, აუდიოვიზუალურ და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოს, ახალგაზრდულ საქმეთა კოორდინატორების ეროვნულ ასოციაციასა და ნებაყოფლობითი პროექტის ფონდს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გრანტის მიღებასა და გაცემას.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, გარდა გრანტის მიღების/გაცემის მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების ცვლილებისა, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდგომ გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                                     გიორგი კვირიკაშვილი