დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირების საქართველოში ექსტრადიციის მიზნით სატრანსპორტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2726 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025309 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2726
2017 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირების საქართველოში ექსტრადიციის მიზნით სატრანსპორტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამისათვის − „პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შემუშავება, მართვა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება“ (პროგრამული კოდი: 27 01 01) საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირების საქართველოში ექსტრადიციასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
2. განკარგულება ძალაშია 2018 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები