„სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 166
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010130000.10.003.020482
166
10/04/2018
ვებგვერდი, 12/04/2018
010130000.10.003.020482
„სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №166

2018 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  23/04/2015, 010130000.10.003.018561) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1.  №1 დანართის:

ა) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  უფროსი;“;

ბ)  „ს“, „ტ“ და „ხ“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი;

ტ)  საქართველოს  პარლამენტის  აპარატის  უფროსი  და  მისი  მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების აპარატების უფროსები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი და მისი მოადგილე;“;

„ხ) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირები, რომლებიც არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ და „თ“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები.“.

2.  №2 დანართის:

ა) „ბ“, „დ“, „ი“, „ს“ და „ქ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  საქართველოს  პარლამენტის  თავმჯდომარის  მრჩევლები,  საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების აპარატების უფროსები, საქართველოს პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების უფროსები, გარდა ამ წესის №1 დანართის „ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საქართველოს პარლამენტის საგარეო  ურთიერთობათა,  თავდაცვისა  და  უშიშროების,  ევროპასთან  ინტეგრაციის კომიტეტების აპარატების, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მოხელეები;“;

„დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეები;“;

„ი) ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების თავმჯდომარეების მოადგილეები, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები;“;

„ს) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი და მომსახურე პერსონალი, საქართველოს თავდაცვის ატაშეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების აპარატების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურის  უსაფრთხოების  ატაშესა  და  მეკავშირე  ოფიცრის ადმინისტრაციულ-ტექნიკური   პერსონალი,   ასევე   საზღვარგარეთ   მუშაობის პერიოდში ამ პირთა (გარდა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მომსახურე პერსონალისა) მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი პირები;“;

„ქ) სახელმწიფო დელეგაციების ლიტერულ რეისთა მომსახურე ავიაკომპანიის 10 თანამშრომელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის წარდგინებების საფუძველზე;“;

) „ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი:

„ძ1) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და წევრები, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი