დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მაღალყელიანი ფეხსაცმლის (ბათინკი) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2719 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025240 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2719
2017 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
მაღალყელიანი ფეხსაცმლის (ბათინკი) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს 22 500 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის (ბათინკი) შესყიდვა, ღირებულებით − 832 500 აშშ დოლარი, CIP Tbilisi მიწოდების პირობით, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2. „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის
კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ამავე წესის მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები