სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ შპს „მექანიზატორისთვის“ თანხის გადარიცხვის შესახებ

სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ შპს „მექანიზატორისთვის“ თანხის გადარიცხვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2717
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025242
2717
27/12/2017
ვებგვერდი, 16/04/2018
000000000.00.003.025242
სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ შპს „მექანიზატორისთვის“ თანხის გადარიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2717

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ შპს „მექანიზატორისთვის“ თანხის გადარიცხვის შესახებ

1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის დამტკიცებული ქვეპროგრამის – „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ (პროგრამული კოდი 37 06 05) ფარგლებში  სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ 3 556 440  (სამი მილიონ ხუთას ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხას ორმოცი) ლარი მიმართოს შპს „მექანიზატორის“ ანგარიშზე.

2. დაევალოს შპს „მექანიზატორს“, უზრუნველყოს „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული 29 ერთეული 80 ცხ/ძ-იანი ტრაქტორის შესყიდვა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი