საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2715
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025238
2715
27/12/2017
ვებგვერდი, 16/04/2018
000000000.00.003.025238
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2715

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მწერალთა სახლის  მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება სსიპ – მწერალთა სახლს, 2018  წლის განმავლობაში „ლიტერატურულ გაზეთში“ განსათავსებელი ლიტერატურული ნაწარმოებების (პროზაული და პოეტური ნაწარმოებები, ესე, თარგმანები, მოგონებები და ა.შ) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან 19 200  (ცხრამეტი ათას ორასი) ლარის ფარგლებში.

2. განკარგულება ძალაშია 2018 წლის 1 იანვრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                       გიორგი კვირიკაშვილი