გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2711
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025236
2711
27/12/2017
ვებგვერდი, 16/04/2018
000000000.00.003.025236
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2711

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

1. ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 2 061 000 (ორი მილიონ სამოცდაერთი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ გადასაცემად, იმ ოჯახებისათვის, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ბუნებრივი აირის აბონენტებად, თითოეულ აბონენტზე 200 (ორასი) ლარის დარიცხვის მიზნით;

ბ) მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 61 000 (სამოცდაერთი ათასი) ლარი იმ ოჯახებისათვის, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი ბუნებრივი აირის აბონენტებად, თითოეულ ოჯახზე 200 (ორასი) ლარის გასაცემად, კერძოდ:

ბ.ა) ონის მუნიციპალიტეტს 27 600 (ოცდაშვიდი ათას ექვსასი) ლარი;

ბ.ბ) გორის მუნიციპალიტეტს 24 800 (ოცდაოთხი ათას რვაასი) ლარი;

ბ.გ) საჩხერის მუნიციპალიტეტს 8 600 (რვა ათას ექვსასი) ლარი.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2018 წლის 15 იანვრამდე უზრუნველყოს დარეგისტრირებული ბუნებრივი აირის აბონენტების სიების დაზუსტება და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ მიწოდება.

3. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარდგენილი დაზუსტებული სიების საფუძველზე, თითოეულ აბონენტზე 200 (ორასი) ლარის დარიცხვის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები. 

4.  დარეგისტრირებული ბუნებრივი აირის აბონენტების სიების დაზუსტების შემდგომ დამატებითი თანხების საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წინადადებები წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი