„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2710
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025235
2710
27/12/2017
ვებგვერდი, 16/04/2018
000000000.00.003.025235
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2710

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის  გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) განკარგულების პირველი  პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 25 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინე­ბუ­ლი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 157 637 956 (ას ორმოცდაჩვიდმეტი მილიონ ექვსას ოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას ორმოცდათექვსმეტი) ლარი, მათ შორის:“;

ბ) განკარგულების პირველი  პუნქტის  1.64  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1.64 მუნიციპალიტეტებს საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვისათვის არა უმეტეს 4 110 010 (ოთხი მილიონ ას ათი ათას ათი) ლარი, დანართ №64-ის შესაბამისად.“;

გ) განკარგულების  დანართი №64 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი