დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 აპრილის №867 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2707 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025212 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2707 2017 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი |
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 აპრილის №867 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 აპრილის №867 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების №1 დანართში მითითებული ქონება, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2 048 895.64 ლარად (ორი მილიონ ორმოცდარვა ათას რვაას ოთხმოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) საკუთრებაში გადაეცეს შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ (ს/კ: №202403121).“; ბ) განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) იმ შემთხვევაში, თუ ამ განკარგულების დანართი №3-ით განსაზღვრული აბონენტ(ებ)ის უსასყიდლოდ დაერთება ვერ განხორციელდა 2018 წლის 17 ივლისამდე, იმ მიზეზით, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე/მოსარგებლე ადგილზე არ იმყოფება და ვერ იქნა მოძიებული ან „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად არ მოუთხოვიათ უსასყიდლო დაერთება, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ვალდებულია, უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ საპრივატიზებო თანხაზე დამატებით, თითოეულ ასეთ აბონენტზე 400 (ოთხასი) ლარის გადახდა არა უგვიანეს 2018 წლის 1 სექტემბრისა.“; გ) დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს ამ განკარგულებაზე თანდართული რედაქციით. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები