სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში განსახლების სამოქმედო გეგმით (LARP – III - (II მონაკვეთის „A“ და „B“ ნაწილი)) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2705
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025218
2705
27/12/2017
ვებგვერდი, 16/04/2018
000000000.00.003.025218
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში განსახლების სამოქმედო გეგმით (LARP – III - (II მონაკვეთის „A“ და „B“ ნაწილი)) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2705

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში განსახლების სამოქმედო გეგმით (LARP – III - (II მონაკვეთის „A“ და „B“ ნაწილი)) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (შემდგომში – ფონდი) უზრუნველყოს:

ა) აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებამდე ფონდის მიერ აზიის განვითარების ბანკთან შეთანხმებული განსახლების სამოქმედო გეგმით (LARP - III - (II მონაკვეთის „A“ და „B“ ნაწილი)) გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ფონდისათვის შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის   მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                           გიორგი კვირიკაშვილი