საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2704
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025214
2704
27/12/2017
ვებგვერდი, 16/04/2018
000000000.00.003.025214
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2704

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამისათვის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ („პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შემუშავება, მართვა და ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება“ (27 01 01) და „პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ (27 01 03)) – არა უმეტეს 2 750 000 (ორი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ („სრულყოფილი პრობაციის სისტემა“ (27 02)) – არა უმეტეს 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობითა და სსიპ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა („სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემისათვის თანამშრომელთა მომზადება და პროფესიული განვითარება“ (27 03)) – არა უმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით იმ პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც წარმოებულია:

ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ (მათ შორის, პატიმრობის კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარეშე პირის მონაწილეობით) და აღნიშნული პროდუქციის/მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი საწარმოსაგან;

ბ) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დასაქმებულ მსჯავრდებულთა მიერ და აღნიშნული პროდუქციის/მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი იურიდიული პირისაგან;

გ) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ საწარმოში მსჯავრდებულთა მიერ და აღნიშნული პროდუქციის/მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი იურიდიული პირისაგან.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საწარმოებში დასაქმებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა არ უნდა იყოს დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობის 70 %-ზე ნაკლები.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროდუქციის/მომსახურების ღირებულება, ფასთა კვლევის შედეგად, შესაბამისი პროდუქციის/მომსახურების ღირებულების საბაზრო ღირებულებას არ უნდა აღემატებოდეს 10 %-ზე მეტით.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროდუქცია/მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი შესასყიდი ობიექტისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ტექნიკური დავალების პირობებს. თუ აღნიშნული პირობების შესაბამისობის დადასტურება საჭიროებს სპეციალურ ცოდნას, ლაბორატორიულ კვლევებს ან/და უფლებამოსილი სპეციალისტის/ექსპერტის დასკვნას, ტექნიკური დავალების პირობების შესაბამისობა უნდა დადასტურდეს ექსპერტიზის დასკვნით.

5. განკარგულება ძალაშია 2018 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი