რიგი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

რიგი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2703
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025216
2703
27/12/2017
ვებგვერდი, 16/04/2018
000000000.00.003.025216
რიგი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2703

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

რიგი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე

1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტების შესახებ საქართველოს კანონების საფუძველზე, იმ სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, რომლებსაც „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შეეზღუდათ სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღებისა და განათლების უფლება, დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისათვის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 201951637) 31 500.00 (ოცდათერთმეტი ათას ხუთასი) ლარის გადარიცხვა ყოველსემესტრულად, არა უმეტეს 4 სემესტრის განმავლობაში, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამის „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტები და ახალგაზრდების წახალისების“ ფარგლებში.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების სანაცვლოდ, შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 201951637) უზრუნველყოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფიდან შერჩეული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება ჯამურად 31 500 (ოცდათერთმეტი ათას ხუთასი) ლარის  ოდენობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 201951637) ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდება 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში.

3. დაფინანსების პირობები განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შპს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 201951637) შორის გასაფორმებელი დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                           გიორგი კვირიკაშვილი