დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2598 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025222 |
|
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
|
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:
1. 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (ს/კ: 204995176) მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: 21.08.31.229; 21.08.31.230; 21.08.31.228; 21.06.34.453; 21.06.34.455; 21.06.34.457; 21.06.34.452; 21.06.34.456; 21.06.34.454; 21.03.32.130; 21.03.32.129; 21.03.34.370; 21.03.34.364; 21.03.34.365; 21.02.31.090; 21.03.34.363; 21.03.34.366; 21.03.34.371; 21.02.31.085; 21.02.31.088; 21.02.31.086; 21.03.34.367; 21.02.31.089; 21.02.31.087; 21.02.31.084; 21.02.32.165; 21.01.37.479; 21.01.37.480; 21.01.37.482; 21.01.37.483; 21.03.32.131; 21.03.32.132; 21.03.32.133; 21.03.32.128) არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი შემდეგი მცენარეები: ა) კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev.) – 70 (სამოცდაათი) ინდივიდი; ბ) კაკლის ხე (Juglans regia L.) – 3 (სამი) ინდივიდი; გ) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 62 (სამოცდაორი) ინდივიდი; დ) მცირენაყოფიანი ბალამწარა (Cerasus microcarpa C. A. Meyer) – 1 (ერთი) ინდივიდი. 2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია: ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ; ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით. 3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები