შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მიცემის,35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2597
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025223
2597
14/12/2017
ვებგვერდი, 13/04/2018
000000000.00.003.025223
შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მიცემის,35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2597

2017 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიისთვისსახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მიცემის, 35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოსწითელ ნუსხაშიშეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის 23 პუნქტისა და  „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად:

1. „ხობი 2 ჰესის“ მშენებლობის ფარგლებში, ჰიდროელექტროსადგურის  გვირაბის პორტალამდე მისასვლელი გზის მშენებლობის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის ჩხოროწყუ-წალენჯიხის სატყეო უბნის მუხურის სატყეოს ყოფილ  საკოლმეურნეო ტყეში მდებარე 16251 კვ.მ მიწის ფართობი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №46.15.35.041; №46.15.35.042; №46.15.35.043; №46.15.35.044;  №46.15.35.045) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის (ხე-ტყის ჭრის უფლებით) გადაეცეს შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას“ (ს/ნ: 205256177) ერთ წლამდე ვადით.

2.  შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას“ მიეცეს უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) სპეციალური ჭრები განახორციელოს 35 გრადუსსა და მეტი დაქანების ფერდობებზე;

ბ) ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების  შემდეგი სახეობები:

ბ.ა) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) − 11 იდივიდი;

ბ.ბ) კაკლის ხე (Juglans regia L.) − 3 იდივიდი. 

3. შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ ვალდებულია:

ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით;  

გ) მაღალი ქანობის (>300) ფერდობებზე სპეციალური ჭრების განხორციელებისას გაითვალისწინოს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრული პირობა.

4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                                                      გიორგი კვირიკაშვილი