დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1678 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2592 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025254 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს
№
1678
განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1678 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა უნიფორმით აღჭურვასთან დაკავშირებული ხარჯებისა და სამინისტროს გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა მიმდინარე გადასახდელების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები