საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2589
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025184
2589
14/12/2017
ვებგვერდი, 11/04/2018
000000000.00.003.025184
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება2589

    2017 წლის 14  დეკემბერი 

ქ. თბილისი

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ყვარლის მუნიციპალიტეტის ქალაქ ყვარელში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული  განვითარებისა  და  ინფრასტრუქტურის  სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) გამოუყოს 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით.

2. შპს „საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ხარჯვის თაობაზე  ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                 გიორგი კვირიკაშვილი