საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2586
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025189
2586
14/12/2017
ვებგვერდი, 11/04/2018
000000000.00.003.025189
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2586

2017 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის 289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების მიღების თაობაზე

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებით შექმნილი „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის“ (შემდგომში − კომისია) 2017 წლის 11 დეკემბრის სხდომის №3 ოქმის გათვალისწინებით:

1.  სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის 2015 წლის 17 დეკემბერს  გაფორმებული №01/162-150 ხელშეკრულებით გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში არსებული რესურსის განკარგვისა და დარჩენილი თანხის გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით:

ა) დაკმაყოფილდეს სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოთხოვნა სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის 2015 წლის 17 დეკემბერს  გაფორმებული  №01/162-150 ხელშეკრულებით გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში არსებული რესურსის − 89 794.85 ლარის  სსიპ − გორის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მე-5 კორპუსში სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მოწყობის სამუშაოებისათვის გამოყენებასთან დაკავშირებით;

ბ) დაკმაყოფილდეს სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოთხოვნა უნივერსიტეტის მე-5 კორპუსში სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო დამატებითი დაფინანსების − 39 901.11 ლარის გამოყოფასთან დაკავშირებით;

გ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტთან 2015 წლის  17  დეკემბერს  გაფორმებულ   №01/162-150 ხელშეკრულებაში განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, საბოლოოდ განსაზღვრული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად;

დ) მიეცეს რეკომენდაცია სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, სსიპ −  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით,  ხოლო, მეორე მხრივ − საქართველოს კანონმდებლობით;

ე) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტთან  2015 წლის  17 დეკემბერს  გაფორმებულ   №01/162-150 ხელშეკრულებაში,  საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს სათანადო ცვლილებები, თუ არსებითად არ იცვლება ამ რეკომენდაციის საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა;

ვ) სსიპ − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ეკონომიის წარმოქმნის შემთხვევაში მისი შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში − უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან.

2. სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ  30   პერსონალური კომპიუტერის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესყიდვისათვის დაფინანსების გამოყოფასთან  დაკავშირებით:

ა) დაკმაყოფილდეს სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მოთხოვნა კომპიუტერული ტექნიკის (30 ერთეული მაგიდის პერსონალური კომპიუტერი) შესყიდვასთან დაკავშირებით. აღნიშნული დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს არა უმეტეს 35 000.00 ლარით, შემდეგი პირობით: სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელოს შეძენილი მაგიდის პერსონალური კომპიუტერების ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 30 ერთეულისა;

ბ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ რეკომენდაციის გათვალისწინებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტთან;

გ) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს სათანადო ცვლილებები, თუ  არ შეიცვლება ამ რეკომენდაციის საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა.

3.  სსიპ − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის (ა. პოლიტკოვსკაიას 61) სალიფტო მეურნეობისა და პირველი სართულის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით:

ა) დაკმაყოფილდეს სსიპ − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოთხოვნა პირველი სასწავლო კორპუსის (ა. პოლიტკოვსკაიას 61) სალიფტო მეურნეობისა და პირველი სართულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების თაობაზე. დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს 568 764.03 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობით: სსიპ − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის სალიფტო მეურნეობის მოწყობისა და პირველი სართულის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დაფინანსდეს  350 000.00 ლარით (რაც შეადგენს მოთხოვნილი დაფინანსების 61,5%-ს), ხოლო დარჩენილი დაფინანსება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით;

ბ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება სსიპ − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან;  

გ) სსიპ − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით, ხოლო, მეორე მხრივ − საქართველოს კანონმდებლობით;

დ) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ რეკომენდაციის საფუძველზე, სსიპ − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  გაფორმებულ ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს სათანადო ცვლილებები, თუ არსებითად არ შეიცვლება ამ რეკომენდაციის საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა;

ე) სსიპ − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში − უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან.

4. სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით:

ა) დაკმაყოფილდეს სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოთხოვნა უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებასთან დაკავშირებით. დაფინანსების საორიენტაციო მოცულობა განისაზღვროს 5 829 877.29 ლარით (რომელიც დაზუსტდება უნივერსიტეტის მიერ განახლებული ბაზრის კვლევისა და ტენდერის შედეგების გათვალისწინებით), შემდეგი პირობით: სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დაფინანსდეს 4 663 901.83 ლარით (რაც შეადგენს დაფინანსების საორიენტაციო მოცულობის  80%-ს), ხოლო დარჩენილი დაფინანსება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, ამ რეკომენდაციის საფუძველზე;

ბ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან;  

გ) სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით, ხოლო, მეორე მხრივ −  საქართველოს კანონმდებლობით;

დ) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ რეკომენდაციის საფუძველზე, სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს სათანადო ცვლილებები, თუ არსებითად არ შეიცვლება ამ რეკომენდაციის საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა;

ე) სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში − უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან.

5. სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სარემონტო-სარეაბილიტაციო  სამუშაოებისათვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით:

ა) დაკმაყოფილდეს სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოთხოვნა რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სარემონტო-სარეაბილიტაციო  სამუშაოების დაფინანსების შესახებ. დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს  სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად −  323 788.49 ლარით, შემდეგი პირობით: სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 2017 წელს დაფინანსდეს 259 030.79 ლარით (რაც შეადგენს მოთხოვნილი დაფინანსების 80%-ს), ხოლო დარჩენილი დაფინანსება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით;

ბ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან;

გ) სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით, ხოლო, მეორე მხრივ −  საქართველოს კანონმდებლობით;

დ) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ რეკომენდაციის საფუძველზე, სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  გაფორმებულ ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს სათანადო ცვლილებები, თუ არსებითად არ შეიცვლება ამ რეკომენდაციის საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა;

ე)  სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ეკონომიის წარმოქმნის შემთხვევაში მისი შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში − უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან.

6. სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სარემონტო–სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა და საჭირო აღჭურვილობის (ავეჯი და სასწავლო პროცესისთვის საჭირო აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკა) შესყიდვისათვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით:

ა) დაკმაყოფილდეს სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი მოთხოვნა უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა და საჭირო აღჭურვილობის შესყიდვის  დაფინანსებასთან დაკავშირებით. დაფინანსების მოცულობა განისაზღვროს სსიპ −  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად − 577 629.00 ლარით, შემდეგი პირობით: სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა და საჭირო აღჭურვილობის შესყიდვისათვის 2017 წელს დაფინანსდეს 462 103.20 ლარით (რაც შეადგენს მოთხოვნილი დაფინანსების 80%-ს), ხოლო დარჩენილი დაფინანსება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელოს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით;   

ბ) დაევალოს სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ რეკომენდაციის დაცვით, დაფინანსების გამოყოფისა და მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან;

გ) სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიეცეს რეკომენდაცია, შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარუდგინოს ექსპერტიზის დასკვნა, გაცემული ისეთი სუბიექტის მიერ, რომლის კომპეტენტურობა დადასტურებული და აღიარებულია, ერთი მხრივ, აკრედიტაციით, ხოლო, მეორე მხრივ −  საქართველოს კანონმდებლობით;

დ) მიეცეს უფლება სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ამ რეკომენდაციის საფუძველზე, სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  გაფორმებულ ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს სათანადო ცვლილებები, თუ არსებითად არ შეიცვლება ამ რეკომენდაციის საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების მიზნობრიობა;

ე) სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში ეკონომიის წარმოქმნის შემთხვევაში მისი შემდგომი განკარგვა შეათანხმოს კომისიასთან, ხოლო კომისიის არარსებობის შემთხვევაში − უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან.

პრემიერ-მინისტრი                                                                  გიორგი კვირიკაშვილი