დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2700 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025193 |
2700
27/12/2017
ვებგვერდი, 16/04/2018
000000000.00.003.025193
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2700 2017 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
|
მიეცეს თანხმობა ლენტეხის მუნიციპალიტეტს, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 6 493 (ექვსი ათას ოთხას ოთხმოცდაცამეტი) ლარი, „ლენტეხის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 მაისის №970 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 11 833 (თერთმეტი ათას რვაას ოცდაცამეტი) ლარი, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ოქტომბრის №2283 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 538 (ხუთას ოცდათვრამეტი) ლარი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №506 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 19 (ცხრამეტი) ლარი, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №2742 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 476 (ოთხას სამოცდათექვსმეტი) ლარი, „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №1251 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 6 858 (ექვსი ათას რვაას ორმოცდათვრამეტი) ლარი, „მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 დეკემბრის №2620 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 2 342 (ორი ათას სამას ორმოცდაორი) ლარი და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 38 009 (ოცდათვრამეტი ათას ცხრა) ლარი, ჯამში – 66 568 (სამოცდაექვსი ათას ხუთას სამოცდარვა) ლარი მიმართოს ლენტეხის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზებისა და დაბა ლენტეხში ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდისა და დასუფთავების მიზნით JCB-3CX მარკის ტრაქტორის შესაძენად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები