დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ სსიპ − იუსტიციის სახლის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2695 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025233 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2695 2017 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ სსიპ − იუსტიციის სახლის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
|
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში გასაცემი სერვისების მომხმარებლებისთვის „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ − იუსტიციის სახლისგან 2018 წლის განმავლობაში საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − იუსტიციის სახლი ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვებისას გათავისუფლდეს ხელშეკრულების უზრუნველყოფის ან/და წინასწარ გადასახდელი თანხის საბანკო გარანტიების წარდგენისაგან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები