დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №92 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 12/03/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №76
2010 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №92 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №92 დადგენილებით (სსმ III, 2007 წელი, №65, მუხლი 727) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებასა და სტრუქტურაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) კვალიფიციურ მიმწოდებელთა სიის წარმოება;“.
2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტოში შედის შემდეგი სამსახურები:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო სამსახური;
გ) იურიდიული სამსახური;
დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური;
ე) ინფორმაციის დამუშავების, ანალიზისა და სტატისტიკის სამსახური.“.
3. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სააგენტოს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.“.
4. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აღნიშნული სამსახურების საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული რეგლამენტით, ხოლო პერსონალის მართვის საკითხები წესრიგდება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესით.“.
5. ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები