2018 წლის თებერვლის თვეში ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სათხილამურო ფრისტაილის სკი კროსის დისციპლინაში ჩასატარებელ საერთაშორისო შეჯიბრთან დაკავშირებით აუცილებელი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2689
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025156
2689
27/12/2017
ვებგვერდი, 16/04/2018
000000000.00.003.025156
2018 წლის თებერვლის თვეში ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სათხილამურო ფრისტაილის სკი კროსის დისციპლინაში ჩასატარებელ საერთაშორისო შეჯიბრთან დაკავშირებით აუცილებელი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2689

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

2018 წლის თებერვლის თვეში ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სათხილამურო ფრისტაილის სკი კროსის დისციპლინაში ჩასატარებელ საერთაშორისო შეჯიბრთან დაკავშირებით აუცილებელი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, 2018 წლის თებერვლის თვეში ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სათხილამურო ფრისტაილის სკი კროსის დისციპლინაში ჩასატარებელი  საერთაშორისო შეჯიბრის დაფინანსებისა (სუბსიდირების) და 2023 წელს ფრისტაილსა და სნოუბორდში  მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებისათვის განკუთვნილი ღონისძიებების ნაწილის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ (ს/კ: 215096367) გამოეყოს 800 000 (რვაასი ათასი) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური რესურსის მოძიება დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მისთვის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან.  

3. შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“  ეთხოვოს:

ა)  ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეჯიბრის ორგანიზებასთან დაკავშირებული ღონისძიებების  ჩატარებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრების ა(ა)იპ − საქართველოს სათხილამურო ფედერაციისთვის (ს/კ: 202174832) გადარიცხვა, მის მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისა და სამუშაოების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის.

პრემიერ-მინისტრი                                                 გიორგი კვირიკაშვილი