საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2581
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025201
2581
14/12/2017
ვებგვერდი, 11/04/2018
000000000.00.003.025201
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2581

2017 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 33 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის 71 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1405 განკარგულების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა გადასწიოს და განსაზღვროს 2018 წლის 1 თებერვლამდე.

 პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი