დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და სათანადო ღონისძიებათა გატარების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2575 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025266 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და სათანადო ღონისძიებათა გატარების შესახებ
|
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ (შემდგომში − აკადემია) „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ (შემდგომში − სკოლა) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტ „RUSI“-სგან აკადემიისთვის 2018 წლის განმავლობაში თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამის − „ომის ტრანსფორმაცია − ჰიბრიდული და ასიმეტრიული ომების“ მოდულის სასწავლო პროგრამის მომზადებისა და წარმართვის, ხოლო სკოლისთვის ზემოაღნიშნული სამაგისტრო პროგრამის მოდულზე მათი წარმომადგენლების დასწრებისა და სწავლების უზრუნველყოფისა და 2018 წლის განმავლობაში სკოლის წარმომადგენელთათვის ორი სწავლების/სემინარის გამართვის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები