დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2678 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025264 |
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
|
1. „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის დაშვებულ იქნეს გამონაკლისი, არ გავრცელდეს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა:
ა) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა „სახელმწიფო ზრუნვის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მართვის“ (პროგრამული კოდი: 35 01 05) პროგრამის ფარგლებში განსაზღვროს არა უმეტეს 6 ერთეულით; ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა „სახელმწიფო ზრუნვის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის“ (პროგრამული კოდი: 35 02 05) პროგრამის ფარგლებში განსაზღვროს არა უმეტეს 526 ერთეულით; გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა საგრანტო პროექტის − „საქართველოში ოჯახში ძალადობის შემცირება“ ფარგლებში განსაზღვროს არა უმეტეს 5 ერთეულით, ხოლო საშუალო შრომის ანაზღაურება − არა უმეტეს 2 291 ლარით; დ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა საგრანტო პროექტის − „ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის პრევენცია“ ფარგლებში განსაზღვროს არა უმეტეს 1 ერთეულით, ხოლო საშუალო შრომის ანაზღაურება − არა უმეტეს 1 528 ლარით; ე) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა საგრანტო პროექტის − „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში განსაზღვროს არა უმეტეს 4 ერთეულით, ხოლო საშუალო შრომის ანაზღაურება − არა უმეტეს 700 ლარით. 2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ნოემბრის №2396 განკარგულება. 3. განკარგულება ძალაშია 2018 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები