დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2017 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის №1172 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2573 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025259 |
|
„2017 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის №1172 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „2017 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 ივნისის №1172 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს სამინისტროებისა და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: ა) 2017 წლის იანვარ-მარტში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია შეადგენს 18 893 525 (თვრამეტი მილიონ რვაას ოთხმოცდაცამეტი ათას ხუთას ოცდახუთი) ლარს (დანართი №1); ბ) 2017 წლის აპრილ-ივნისში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია შეადგენს 32 094 319 (ოცდათორმეტი მილიონ ოთხმოცდათოთხმეტი ათას სამას ცხრამეტი) ლარს (დანართი №2); გ) 2017 წლის ივლის-სექტემბერში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია შეადგენს 12 492 287 (თორმეტი მილიონ ოთხას ოთხმოცდათორმეტი ათას ორას ოთხმოცდაშვიდი) ლარს (დანართი №3). 2. საქართველოს სამინისტროებსა და მათ კონტროლს დაქვემდებარებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს მიეცეთ უფლება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია მიმართონ მათ მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“; ბ) დაემატოს დანართი №3 და ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები