აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 05/04/2018
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 350010010.32.057.016275
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
05/04/2018
ვებგვერდი, 10/04/2018
350010010.32.057.016275
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/04/2018 - 09/03/2021)

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №9

2018 წლის 5 აპრილი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლები­სა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის, „ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 26 აპრილის №364 ბრძანების 34 პუნქტის შესაბამისად:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა პერიოდული ბუღალტრული ანგარიშგება – 1 აპ­რი­ლის, 1 ივლისის და 1 ოქტომბრის მდგომარეობით (ნაზარდი ჯამით) და წლიური ბუ­ღალტ­­რული ანგარიშგება – საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ზემდ­გომ/ კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებში წარადგინონ შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მომდევნო თვის არაუგვიანეს 30 რიცხვისა.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელმა ორგანოებმა, მათი და მათ დაქვემდებარებაში ან/და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორ­გა­ნიზაციების პერიოდული და წლიური (ნაზარდი ჯამით) ნაერთი ბუღალტრული ანგა­რიშგება წარადგინონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურში, შესაბამისი საანგა­რიშ­გებო პერიოდის დასრულებიდან მეორე თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა (ნაერთ ბუღალტრულ ანგარიშგებასთან ერთად სავალდებულოა თითოეული ორგანიზაციის ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენა).
3. ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიას, პერიოდული ბუღალტ­რუ­ლი ანგარიშგება – 1 აპრილის, 1 ივლისის და 1 ოქტომბრის მდგომარეობით (ნაზარდი ჯამით) და წლიური ბუღალტრული ანგარიშგება – საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წარადგინონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკო­ნომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურში, შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მომდევნო თვის არაუგვიანეს 30 რიცხვისა.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურმა მოამზადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი (კონსოლიდირებული) პერიოდული და წლიური ბუღალტრული ანგარიშგება შესაბამისი საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან მეორე თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე