შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შესახებ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2568
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025245
2568
08/12/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025245
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2568

2017 წლის 8დეკემბერი    

ქ. თბილისი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შესახებ

1. „სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ − ჩართულობა თანამშრომლობის გზით დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №107 განკარგულებით დამტკიცებული №1 დანართის IV თავის (სტრატეგიის მიზნები) პირველი პუნქტისა და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №885 განკარგულებით დამტკიცებული №1 დანართის (ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა) IV თავის  (ჩართულობის ინსტრუმენტები) პირველი პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო ხელშეკრულებაში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო ხელშეკრულების მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდეგ გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.

 პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი