დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| GG-B-ZZY ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2666 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025208 |
|
GG-B-ZZY ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ
|
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს GG-B-ZZY ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2. „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, GG-B-ZZY ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების მხარე გათავისუფლდეს ამავე წესის მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისგან. 3. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 27 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები