დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის №773 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2665 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025207 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის №773 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის №773 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეცეს უფლება, „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ (GDRP) განხორციელებისთვის საჭირო საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საქართველოს 2017 და 2018 წლების სახელმწიფო ბიუჯეტების შესახებ საქართველოს კანონებით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ჯამური ღირებულებით – 18 500 000 ლარი, 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით. 2. „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები