დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის 2011 წლის 23 დეკემბერს გაფორმებულ ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2661 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025111 |
საქართველოს მთვრობის
განკარგულება №2661 2017 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი |
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის 2011 წლის 23 დეკემბერს გაფორმებულ ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
|
1. მოწონებულ იქნეს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის 2011 წლის 23 დეკემბერს გაფორმებულ ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გასაფორმებელი №11 შეთანხმება.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 3. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის გასაფორმებელი №11 შეთანხმების შესაბამისად, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ (ს/კ: 202886788), როგორც სოციალური ბუნებრივი გაზის მიმღები მუნიციპალური ტრანსპორტის კომპანიის ნომინირება და მისთვის შეტყობინების გაგზავნა. 4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია (გარდა განკარგულების პროექტისა) მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები