„გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 სექტემბრის №1932 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2660
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025112
2660
27/12/2017
ვებგვერდი, 16/04/2018
000000000.00.003.025112
„გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 სექტემბრის №1932 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთვრობის

განკარგულება №2660

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 სექტემბრის №1932 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 სექტემბრის №1932 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. შპს „გარდაბნის თბოსადგურ 2-ს“ მიეცეს უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულებაში ასახოს შემსყიდველის მხრიდან გადასახდელი გადასახადების საორიენტაციო მოცულობა − 32 259 077 აშშ დოლარი (დღგ და საიმპორტო გადასახადები) და იმავე ხელშეკრულების ღირებულება 159 013 232 აშშ დოლარის (დღგ-ისა და საიმპორტო გადასახადების გარეშე) ნაცვლად, განისაზღვროს 191 272 309 აშშ დოლარით (საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით).“.       

 პრემიერ-მინისტრი                                                გიორგი კვირიკაშვილი.