საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებულ საქართველოში, სვანეთში, მესტიაში ზედაპირული საბაგიროების, ფიქსირებული სკამ-საბაგიროებისა და მოცილებადი საბაგიროების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებით გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2659
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025113
2659
27/12/2017
ვებგვერდი, 16/04/2018
000000000.00.003.025113
საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებულ საქართველოში, სვანეთში, მესტიაში ზედაპირული საბაგიროების, ფიქსირებული სკამ-საბაგიროებისა და მოცილებადი საბაგიროების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებით გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთვრობის

განკარგულება №2659

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის  21 ოქტომბერს გაფორმებულ საქართველოში, სვანეთში, მესტიაში ზედაპირული საბაგიროების, ფიქსირებული სკამ-საბაგიროებისა და მოცილებადი საბაგიროების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებით გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ

1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებულ საქართველოში, სვანეთში, მესტიაში ზედაპირული საბაგიროების, ფიქსირებული სკამ-საბაგიროებისა და მოცილებადი საბაგიროების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დამატებით გასაფორმებელი შეთანხმება.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ  განკარგულების  პირველ  პუნქტში  მითითებულ  დამატებით  შეთანხმებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს,  დიმიტრი ქუმსიშვილს.

პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი