დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2644 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025188 |
საქართველოს მთვრობის
განკარგულება №2644 2017 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი |
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
|
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:
1. 110 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის − „ხუდონის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (ს/კ: 204995176) მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს წალენჯიხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №42.16.44.073; №42.16.44.074; №42.16.44.659; №42.16.44.076; №42.16.44.077; №42.16.44.656; №42.16.44.075; №42.16.44.657; №42.16.44.658) არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი შემდეგი მცენარეები: ა) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 98 (ოთხმოცდათვრამეტი) ინდივიდი; ბ) მცირენაყოფიანი ბალამწარა (Cerasus microcarpa C. A. Meyer) – 2 (ორი) ინდივიდი. 2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია: ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ; ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით. 3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები