„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი პროგრამული კოდის ასიგნებების განმკარგავების განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი პროგრამული კოდის ასიგნებების განმკარგავების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2638
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025177
2638
22/12/2017
ვებგვერდი, 16/04/2018
000000000.00.003.025177
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი პროგრამული კოდის ასიგნებების განმკარგავების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთვრობის

განკარგულება №2638

2017 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი პროგრამული კოდის ასიგნებების  განმკარგავების განსაზღვრის შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№1620-რს) მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესრულების მიზნით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი პროგრამული კოდის ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება მიენიჭოს შემდეგ საბიუჯეტო ორგანიზაციებს:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:

პროგრამული კოდი

პროგრამული კოდის დასახელება

36 01 01 01

ენერგეტიკის სამინისტროს აპარატი

36 01 01 03

საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზრის ახალი კონცეფციის შემუშავება (EBRD)

36 01 02

მოსახლეობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების გაუმჯობესება

36 01 03

ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების ღონისძიება

36 02 01

ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი (EIB, EU)

36 03 01 01

500 კვ ეგხ წყალტუბო-ახალციხე-ტორტუმი (KfW)

36 03 01 02

250 მგვარ რეაქტორი ქ/ს ზესტაფონში (EBRD)

36 03 01 03

რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტი (ADB)

36 03 02 01

500 კვ ეგხ-ის მშენებლობა ქსანი-სტეფანწმინდა (EBRD, EC, KfW)

36 03 02 02

ჯვარი ხორგა ელექტროგადამცემი ხაზი (EBRD, EC, KfW)

36 03 03 01

220კვ „ახალციხე-ბათუმის“ ხაზის მშენებლობა (WB)

36 03 03 02

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარების შეფასება (WB)

36 03 04

ჩრდილოეთის რგოლი ეგხ (I ფაზა) (EBRD, KfW)

36 03 05

500 კვ ეგხ ჯვარი-წყალტუბო (WB)

36 03 06

გურიის ელგადაცემის ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW);

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს:

პროგრამული კოდი

პროგრამული კოდის დასახელება

37 01 01

სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა

37 01 02

სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვა და ადმინისტრირება რეგიონებში

37 01 03

ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია

37 03 08

სეტყვის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსება

37 07 01

სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია და ტექნიკის შეძენა

37 07 02

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმდინარე ტექნიკური ექსპლუატაცია

37 07 03

ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესება (WB)

37 07 04 02

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მდგრადობის პროექტი (GEF, IFAD)

37 07 05

ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია (ORIO)

38 01 01

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

38 01 02

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ღონისძიებები

38 01 03

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები

38 01 04

ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებები;

გ) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს:

პროგრამული კოდი

პროგრამული კოდის დასახელება

33 01

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა

33 02 02

კულტურის პოპულარიზაციის ქვეპროგრამა

33 02 03

სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და ლაურეატების სტიპენდიები და სოციალური დახმარება

33 02 04

კულტურის სფეროს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ფინანსური მდგრადობის ქვეპროგრამა

33 02 05

ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

33 02 06

რეგიონებში კულტურის მხარდაჭერის ქვეპროგრამა

33 02 07

სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მხარდაჭერის ქვეპროგრამა

33 03 13

სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

33 04 01 01

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

39 01

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა  

39 02 01

ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა

39 02 02

რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა

39 02 03

კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა

39 02 04

სპორტულ სახეობათა განვითარების პროგრამა

39 02 05

ოლიმპიური მოძრაობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა

39 02 06

სპორტის პოლიტიკისა და მასობრივი სპორტის განვითარების პროგრამა

39 02 07

სპორტის ინფრასტრუქტურის, რეაბილიტაციისა და სპორტული ინვენტარის განახლების პროგრამა

39 02 10

საქართველოში გასამართი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა

39 02 13

პარაოლიმპიური მოძრაობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა

39 02 14

ფარიკაობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა

39 02 15

ჭადრაკის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა

39 02 16

ხელბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა

39 02 17

ძიუდოს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა

39 02 18

ჭიდაობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა

39 02 19

ქართული ჭიდაობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა

39 02 20

მძლეოსნობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა

39 02 21

ტანვარჯიშის სახეობათა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა

39 02 22

სპორტის საწყლოსნო სახეობათა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა

39 03 01

ოლიმპიური ჩემპიონების სტიპენდიები

39 03 02

ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა სოციალური დახმარება

39 03 03

საქართველოს ეროვნული, ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრებების წევრთა, მწვრთნელთა, ადმინისტრაციული და საექიმო პერსონალისა და პერსპექტიულ სპორტსმენთა სტიპენდიები

39 03 04

მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარება;

დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს:

პროგრამული კოდი

პროგრამული კოდის დასახელება

39 04 01

ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამა;

ე)  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს:

პროგრამული კოდი

პროგრამული კოდის დასახელება

59 01

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი.

2. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ პროგრამული კოდების ასიგნებების განკარგვა, რომელსაც ახორციელებდნენ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№1620-რს) ამოქმედებამდე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, საქართველოს ენერგეტიკის, საქართველოს სოფლის მეურნეობის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, განახორციელონ ამავე საბიუჯეტო ორგანიზაციებმა.

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი