დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №93 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2632 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025170 |
საქართველოს მთვრობის
განკარგულება №2632 2017 წლის 15 დეკემბერი ქ. თბილისი |
„შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №93 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №93 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გასაზრდელად 66 700 000 (სამოცდაექვსი მილიონ შვიდასი ათასი) ლარის შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშზე გადარიცხვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წყალსაცავების, სარწყავი და დამშრობი სისტემების, დამოუკიდებელი ჰიდრონაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის, სარწყავი სისტემების ზონაში დამშრობი (საკოლექტორო) ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციის, შესაბამისი დაგეგმვის, მართვის, საინჟინრო და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა კვლევების, დაპროექტების, ზედამხედველობისა და ექსპერტიზის განხორციელების, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-მექანიზმების, მოწყობილობებისა და დამხმარე საშუალებების შეძენის მიზნით, სამელიორაციო ობიექტებზე საექსპლუატაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად;“. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები