დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2631 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025167 |
საქართველოს მთვრობის
განკარგულება №2631 2017 წლის 15 დეკემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
|
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცეს თანხმობა, კვებითი მომსახურების უზრუნველსაყოფად, 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გადასცეს ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)ს: ა) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით − ამ განკარგულების №1 დანართში მითითებული უძრავი ქონება; ბ) თხოვების უფლებით − ამ განკარგულების №2 დანართში მითითებული მოძრავი ქონება. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები