„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 140
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017087
140
10/04/2018
ვებგვერდი, 11/04/2018
200090000.22.033.017087
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №140

2018 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართი №III-25-ის „დანართი „ბ“-ს  ნაწილი II1 და ნაწილი II2  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. 75-ე მუხლის 52 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 და 54 პუნქტები:

„53. დეკლარაციის „ბ“ დანართის II1 ნაწილის პირველ-მე-12 სვეტებში აისახება დასაბეგრ ოპერაციებზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი ნავთობპროდუქტების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, კორექტირების) შესახებ ინფორმაცია. მე-13-მე-15 სვეტები ივსება იმ შემთხვევაში, თუ პირველ-მე-12 სვეტებში ასახულია იმ ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე გამოწერილი ნავთობპროდუქტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) შესახებ მონაცემები, რომელზეც წინა საანგარიშო პერიოდებში განხორციელდა საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის ჩარიცხვა და მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების წინასწარ გადახდილ თანხაზე/თანხის ნაწილზე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, მე-13-მე-15 სვეტები მოიცავს საანგარიშო პერიოდში მიწოდებულ ნავთობროდუქტებზე წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით გადახდილ საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაციას.

54. დეკლარაციის „ბ“ დანართის II2 ნაწილის პირველ-მე-12 სვეტებში აისახება შეძენილ ნავთობპროდუქტებზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი ნავთობპროდუქტის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის, კორექტირების) შესახებ ინფორმაცია. მე-13-მე-15 სვეტები ივსება იმ შემთხევაში, თუ პირველ-მე-12 სვეტებში ასახულია იმ შეძენილ ნავთობპროდუქტზე (მათ შორის, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებზე) გამოწერილი ნავთობპროდუქტების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) მონაცემები, რომელზეც წინა საანგარიშო პერიოდებში განხორციელდა საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდა და მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების წინასწარ გადახდილ თანხაზე/თანხის ნაწილზე გამოიწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, მე-13-მე-15 სვეტები მოიცავს საანგარიშო პერიოდში შეძენილ საქონელზე წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით გადახდილ საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ ინფორმაციას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე