„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №930 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2404
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025160
2404
15/11/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025160
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №930 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2404

2017 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №930 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 18 მაისის №930 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სართიჭალის სანერგე მეურნეობის რწყვის საგანგებო რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ეროვნულ საშენ მეურნეობას გამოუყოს  125 300 (ას ოცდახუთი ათას სამასი)  ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                                                         გიორგი კვირიკაშვილი