საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2402
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025157
2402
15/11/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025157
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2402

2017 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 159-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს    საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) უზრუნველყოს ხობის, ზუგდიდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტებში გამდინარე მდინარეებზე (რომლებიც ჩაედინებიან შავ ზღვაში): რიონზე, ენგურსა და ხობისწყალზე ატივტივებული მყარი ნარჩენების დამჭერი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

2. დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

 პრემიერ-მინისტრი                                           გიორგი კვირიკაშვილი