დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 30 |
დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 05/04/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.154.016361 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.154.016343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“. |
3.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4 164.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
4.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1 838.7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1 868.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
5.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
6.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 2 909,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00)“ |
7.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „ბ.გ“, „გ“, „ვ“, „ვ.ა“, „ვ.ბ“ და „ვ.გ“ ქვეპუნქტების სათაურები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 1 725,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02)“; „ბ.გ) წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 187,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03)“; „გ) ადგილობრივი მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების უზრუნველყოფა – 81,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 03)“; „ვ) დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის დაფინანსება – 336,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 0307)“; „ვ.ა) ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება 129,9 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 030701)“; „ვ.ბ) დასუფთავების და ნარჩენების უტილიზაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა – 174,7 ათასი ლარი. (პროგრამული კოდი 030702)“; „ვ.გ) შიდა გზების, ხიდების, მდინარეთა ჯებირების და სხვა ნაგებობების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია -8,5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 030703)“. |
8.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განათლება – 593,9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00)“ |
9.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საჯარო სკოლების რეაბილიტაცია – 6,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 0402)“. |
10.
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები