დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2399 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025151 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2399 2017 წლის 15 ნოემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე
|
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცეს წინასწარი თანხმობა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში (იაღლუჯი) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტის ფუნქციონირებისათვის საჭირო ავეჯისა და საოჯახო ტექნიკის (CPV39100000; CPV39700000) შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ სახელმწიფო პროგრამის (პროგრამული კოდი: 35 04) ასიგნებების ფარგლებში. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები