საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/S“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2397
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025148
2397
15/11/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025148
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/S“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2397

2017 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Nordisk А/S“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1.„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა (შემდგომში – სააგენტო) და სს „Novo Nordisk А/S“-ს შორის „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის (2018 წლის საბიუჯეტო ასიგნებები) „შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით განხორციელებული ელექტრონული ტენდერების შედეგად გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებები:

ა) გლუკაგონის შესყიდვა; GlucaGen® HypoKit® წარმოებული რეკომინანტული დნმ ტექნოლოგიით (1 მგ ფხვნილი ხსნარისთვის, კუნთქვეშა და კანქვეშა საინექციო ფლაკონი + 1 მლ ხსნარი (საინექციო ხსნარი) წინასწარ შევსებული შპრიცი – 850 (რვაას ორმოცდაათი) საინექციო ნაკრები; CPV კოდი - 33600000 (ელექტრონული ტენდერი - SPA170013419);

ბ) ინსულინის შპრიცკალმისტრების შესყიდვა; შპრიცკალმისტარი NovoPen Echo® Red – 400 (ოთხასი) ცალი; შპრიცკალმისტარი NovoPen Echo® Blue – 400 (ოთხასი) ცალი; CPV კოდი - 33100000 (ელექტრონული ტენდერი - SPA170013422).

2. საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმებას არ საჭიროებს ამ განკარგულების პირველი პუნქტის ფარგლებში გასაფორმებელ/გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში ისეთი სახის ცვლილებების/დაზუსტებების შეტანა, რომლებიც არ უკავშირდება ხელშეკრულების მოშლის პირობების ან ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს საკითხებს.

3. სააგენტოს დაერთოს ნება, ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულებების ფარგლებში, სათანადო საქონლის 2017 წელს მოწოდების შემთხვევაში, საქონლის ღირებულების ანაზღაურება განახორციელოს ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის 2018 წლის ასიგნებებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი.