დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რატიფიცირებული კრედიტების საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1505 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 07/06/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 14/06/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
რატიფიცირებული კრედიტების საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
რატიფიცირებული კრედიტების საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტებმა პერიოდულად (წელიწადში ერთხელ მაინც) განიხილონ მათ საზედამხედველო სფეროებში რატიფიცირებული კრედიტების ათვისების მიმდინარეობის საკითხი და სათანადო ინფორმაცია წარუდგინონ პარლამენტს.
2. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშთან ერთად წარუდგინოს ინფორმაცია თითოეული რატიფიცირებული კრედიტის ათვისების მიმდინარეობის თაობაზე და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები რატიფიცირებული კრედიტებით განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით.
3. საქართველოს კონტროლის პალატამ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ ყოველწლიურ მოხსენებაში დეტალურად შეაფასოს რატიფიცირებული კრედიტების ათვისების მიმდინარეობა და მათი ეფექტიანობა.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 7 ივნისი.
№1505–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები