საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2387
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025137
2387
10/11/2017
ვებგვერდი, 12/04/2018
000000000.00.003.025137
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2387

2017 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არა უმეტეს 2300 (ორი ათას სამასი) ლარის ფარგლებში ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორების (CPV – 31100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს არა უმეტეს 567443 (ხუთას სამოცდაშვიდი ათას ოთხას ორმოცდასამი) ლარის ფარგლებში საინფორმაციო სისტემებისა და სერვერების (CPV – 48800000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

გ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას:

გ.ა) არა უმეტეს 800 (რვაასი) ლარის ფარგლებში ტელე და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის (CPV – 32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

გ.ბ) არა უმეტეს 7790 (შვიდი ათას შვიდას ოთხმოცდაათი) ლარის ფარგლებში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე.

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი